ქეთევან ციხელაშვილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

18 December 2014

ქართული მხრიდან ხალხთაშორის ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით დონდუა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეები საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების, ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობისა და კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, განხილული იქნება ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორ ქვეყნას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულებას წარმოადგენს და ვაშინგტონში რეგულარულად იმართება.