შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს მაცხოვრის შობას, ულოცავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
"სრულიად საქართველოს გულითადად ვულოცავ ქრისტეს შობას. ეს ბრწყინვალე დღესასწაული თითოეული ოჯახისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს სიხარულის, ბედნიერების, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.