შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

18 January 2012

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის მეოთხე სამუშაო ჯგუფის - "ხალხთაშორისი ურთიერთობის განვითარების" - წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა თსუ - ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინიციატივით, რომელიც აღნიშნული სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია.

განხილვის თემას წარმოადგენდა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ეკა ტყეშელაშვილი მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ხაზი გაუსვა ჩართულობის სტრატეგიის განხორციელების პროცესში სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფოს შორის აზრთა ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.