პაატა ზაქარეიშვილი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს ულოცავს

5 January 2015

"მინდა, მოგილოცოთ ქრისტეშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები და ყველა ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და კეთილდღეობა. 2015 წელი ყოფილიყოს წინსვლისა და განვითარების მომტანი ჩვენი ხალხისათვის",- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.