შეხვედრა კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა, თემაზე: არასამთვრობო ორგანიზაციების საექსპერტო შეფასებები კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმირება-მოგვარებაში.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობაზე და ამ გზით კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობებზე, ასევე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და კულტურულ საკითხებზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიის დაგეგმვისას და ხედვების ჩამოსაყალიბებლად.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიზნად ისახავდა კონფლიქტების მოწესრიგების თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებისა და პოზიციების მოსმენას.
შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.