ქეთევან ციხელაშვილი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

16 February 2015

მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციის და უმცირესობათა უფლებების დაცვის მიმართულებებზე.

ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი უწყების წინაშე არსებული გამოწვევების უზრუნველსაყოფად, ახალ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ამუშავებს.

"სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის, რომელიც უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს ადექვატურად პასუხობს", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს უწყებათაშორისო კომისიასთან, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს.

ქეთევან ციხელაშვილმა უწყების მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს უკვე მიღებული შედეგებიც გააცნო.