შეხვედრაზე არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე, მათი მოგვარების კუთხით მთავრობის სტრატეგიაზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა.
შეხვედრა დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ,,სინერგიას ორგანიზებით ზუგდიდში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
საჯარო დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების და მასმედიის წარმომადგენლებმა.