ვიზიტი აშშ-ში

5 February 2012

ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი დაესწრო საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების ოფიციალურ შეხვედრას, ასევე საქართველოს დელეგაციის შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ქ-ნ ჰილარი კლინტონთან.

"საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, როგორც ნატოს მიმართულებით ასევე იმ მიმართულებით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან იყოს უზრუნველყოფილი" - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ.

ვიზიტის განმავლობაში ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი ასევე შეხვდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, კონგრესმენებს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან, აშშ-ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობას და აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ესტუმრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტს და აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტს, სადაც გაიმართა საჯარო გამოსვლები საქართველოს რეფორმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეკა ტყეშელაშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრებში CNN-ის, Washington Post- ის და მედიის სხვა წარმომადგენლებთან.