სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლის გაფართოვებაზე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ის ფორმატი რასაც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავაზობს ეთნიკურ უმცირესობებს არ არის საკმარისი და პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში ჩართულობის საკითხი.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.