შეხვედრაზე ევროკავშირის ექსპერტები დაინტერესდნენ ქვემო ქართლის რეგიონში ინტერეთნიკური ურთიერთობებით, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობითა და პროგრამებით. ექსპერტები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორ ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მომსახურება და მათთან კომუნიკაცია მშობლიურ ენაზე, ასევე საჯარო სამსახურში მათი დასაქმება და რამდენადაა უზრუნველყოფილი ადგილობრივ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლობა.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის შემფასებელი მისიის ექსპერტები ასევე ეწვივნენ მარნეულის რესურს ცენტრს, საჯარო სკოლებს და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის ქართული ენის სახლს. მათ მოინახულეს სასწავლო პროცესი, შეხვდნენ სკოლის ადმინისტრაციას და დაინტერესდნენ სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით არსებული გამოწვევებით და მათი მოგვარების გზებით.
ევროკავშირის შემფასებელი მისიის ექსპერტებმა შეხვედრები მარნეულის მოსახლეობის ჯგუფთანაც გამართეს, მოისმინეს მათი მოსაზრება რეგიონში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ყოფის თაობაზე.