ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა

27 February 2015

ასევე განხილული იყო მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს კოშკა-ქერეს მონაკვეთზე უსაფრთხოების და დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზისა და გადმოსვენების საკითხები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ცხინვალის საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას.

ოსურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მათი რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ ქართულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდოს. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ქართულ საპატიმროებში მყოფი ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 25 მარტისთვის დაიგეგმა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.