შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ქალებს 8 მარტი მიულოცა და სიმბოლურ საჩუქრები გადასცა.
მოხარული ვარ, რომ დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს პატივი, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართულ ქალბატონებს, მოგილოცოთ ქალთა საერთაშორისო დღე და დავაფასოთ ის საქმიანობა, რასაც თქვენ ეწევით ამ მნიშვნელოვან პროცესში. აქ იმყოფებიან აქტიური ქალბატონები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიც არის - ადამიანის უფლებების დაცვა, კულტურათშორისი დიალოგი, განათლების დონის ამაღლება, ადგილობრივ დონეზე აქტუალური საკითხების ადვოკატირება, ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების განვითარება და სხვა. ყველა ეს მიმართულება მნიშვნელოვანია სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერებისა და ეფექტური შედეგების მიღწევისათვის. მართლაც დასაფასებელია თქვენი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა და ის დიდი საქმე, რასაც თქვენ წლების განმავლობაში ეწევით ჩვენს სახელმწიფოში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით. თქვენთან თანამშრომლობა, თქვენი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ამ თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში წარმატების მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ თქვენთან ერთად მუშაობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მიღებაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში და თბილსში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მომუშავე სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა.