შეხვედრა ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით

16 February 2012

შეხვედრას უძღვებოდნენ აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი ნოდარ ტანგიაშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი ქ-ნი თამარ ქოჩორაძე.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა "ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა". შეხვედრის განმავლობაში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს.