ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი ეფექტური განხორციელება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვას, საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველყოფას, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობას. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რადგან მოქმედ კონცეფციას 2014 წლის ბოლოს ამოეწურა ვადა. ჩვენი სტრატეგიული მიზანია მათი აქტიური სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. სწორედ ამ მიზნისკენ იქნება მიმართული ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სახელმწიფო ენის სათანადოდ არცოდნაა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა პროგრამები, რაც მიზნად ისახავდა ქართული ენის სწავლებას და მის გაუმჯობესებას არაქართულენოვან სკოლებში. ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლი აბიტურიენტებისთვის 1 4 პროგრამა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ეროვნული გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ და შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა შეისწავლონ;, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა სკოლა ინტელექტში გამართულ საჯარო ლექციაზე, სადაც 19 ეთნიკური ჯგუფის მოსწავლე სწავლობს.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სახელმწიფო მინისტრს კითხვები დაუსვეს, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით.