სასჯელაღსრულების დაწესებულებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე გამოცემულ გაზეთების შეტანა დაიწყო

9 March 2015

ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენელი პატიმრები გაზეთ რეგიონ პრესს (აზერბაიჯანულენოვანი), გაზეთი ვრასტანს (სომხურენოვანი) და გაზეთ გიურჯისტანს მიიღებენ.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე გამოცემული გაზეთების შეტანის მიზანია პატიმრობაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება.