ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

11 March 2015

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეთერთმეტე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ და პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველმა შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროში და სახალხო დამცველის აპარატში.