კომისიის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის სარგებლისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის საკითხი.
"კომისიის ფარგლებში განვიხილეთ სამშვიდობო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ ჩართულობის პოლიტიკის მსვლელობა და შედეგები. დღეს გავქონდა დღისწესრიგში კონკრეტული საკითხი - ასოცირების შეთხმება და მისგან გამომდინარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის ახალი შესაძლებლობები. ჩვენი მთავრობის სურვილი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა სარგებელი და შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახადოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვისაც, ისე როგორც საქართველოს დანარჩენი მოქლაქეებისთვის. დღეს, სწორედ ამ მიმართულებეზე ვიმსჯელეთ და სამუშაო პროცესში განვიხილეთ ეს თემები",- განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.