სამუშაო შეხვედრაზე კომისიის შემადგენლობაში მყოფი უწყებების წარმომადგენლებმა სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სამოქმედო გეგმა სამუშაო ჯგუფებში დეტალურად განიხილეს და დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე იმსჯელეს.
,,შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის კოორდინირებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სახელმწიფო უწყებათაშორისიკომისიის გასვლითი სხდომა საქართველოს გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.