პაატა ზაქარეიშვილი იეზიდ მოქალაქეებს - "კლოჩე სარე სალეს" დღესასწაულს ულოცავს

17 March 2015

,,მსურს ჩვენს იეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად მივულოცო "კლოჩე სარე სალეს" დღესასწაული და ვუსურვო მათ, რომ ახალი წელი ყოფილიყოს თითოეული ოჯახისათვის მშვიდობის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ვაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე იეზიდი მოსახლეობა ძალადობის, შევიწროვებისა და მასობრივი დევნის მსხვერპლი გახდა, რაც თავისთავად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია. თანაგრძნობას გამოვხატავ გადატანილ მძიმე პერიოდთან დაკავშირებით და იეზიდ ხალხს სიძლიერესა და სიმტკიცეს ვუსურვებ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

"კლოჩე სარე სალე" იეზიდური სახალხო დღესასწაულია, რომელიც 18 მარტს აღინიშნება. დღესასწაული შუამდინერეთის უძველესი ისტორიიდან მომდინარეობს და იეზიდი ხალხისათვის განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.