ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართა

19 March 2015

მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ ყველა იმ საკითხის დაყენება და გაშლა შეძლო, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მხარისთვის, ისე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ციხელაშვილისვე შეფასებით, შეხვდრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, რაც დისკუსიების პარალელურად მოსკოვში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების მიმდინარეობამ განაპირობა.

"შეხვედრა მძიმე ვითარებაში მიმდინარეობდა, რადგან სწორედ ამ დროს მოსკოვში ხელი ეწერებოდა რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულებას. ხელმოწერის თარიღად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის შერჩევა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავდა ჟენევის მოლაპარაკებების დისკრედიტაციასა და მიმდინარე რაუნდის ჩაშლას. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და ისეთი პრინციპული საკითები, როგორიცა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება, გალში და ახალგორში მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება განვიხილეთ მოლაპარაკების ფარგლებში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქართული მხარის მიერ დევნილების დაბრუნების საკითხი პრინციპულად დაყენების შემდეგ რაუნდის მიწურულს მოლაპარაკებები დატოვეს რუსულმა მხარემ, ასევე მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ქართულმა მხარემ ასევე დააყნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხები.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგი 32-ე რაუნდი 2015 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს გაიმართება.