შეხვედრა დიპლომატებთან და დონორებთან

23 February 2012

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო 2011 წელს სახელმწიფო სტრატეგიის "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღებული შედეგების წარდგენა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012 წლის პრიორიტეტების გაცნობა.

შეხვედრა წარმოადგენდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ჩამოყალიბებული ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც გულისხმობს დიპლომატებთან და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგულარულად ინფორმაციისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.