პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

20 March 2015

"საქართველოს თითოეულ აზერბაიჯანელ მოქალაქეს გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი ყოფილიყოს სიხარულის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისათვის, რაც ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოს წარმატების საწინდარია. ჩვენ ერთად ვაშენებთ სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს და ვამაყობთ, რომ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით, სწორედ ეს მრავალფეროვნება მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სიმდიდრედ და წარმატებული მომავლის გარანტად", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

21 მარტს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის დღედ მიიჩნევა.