შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განთავისუფლების საკითხი დაყენა, ასევე იმსჯელეს უგზოუკლოდ დაკარგულების, გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემების მოგვარების, კოშკა-ქერეს მონაკვეთზე არსებულ ვითარებასა და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. შეხვედრა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 54 შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.