"გაზაფხულის, სიყვარულისა და განახლების ამ ლამაზ დღეს ვულოცავ საქართველოს ყველა ასირიელ მოქალაქეს და ვუსურვებ, რომ ეს ახალი წელი ყოფილიყოს მათთვის მშვიდობის, ბედნიერებისა და ყოველივე სიკეთის საწყისი. ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის კულტურისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ხაბ-ნისანი ასირიელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც 1 აპრილს აღნიშნავენ.