პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ებრაელ მოქალაქეებს ფესახის დღესასწაულს ულოცავს

2 April 2015

"გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, რომელიც ებრაელი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენას - ეგვიპტის მონობისგან ებრაელი ხალხის განთავისუფლებას უკავშირდება. საამაყოა, რომ ებრაელები საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. თქვენი თვითმყოფადობა, კულტურა და რელიგია, ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, წარმატებები და ბედნიერი მომავალი. მრავალეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დასაყრდენს წარმოადგენს",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ფესახი ებრაული და სამარიული დღესასწაულია, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება.