მილოცვა ებრაელ ხალხს

7 March 2012

სახელმწიფო მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მცხოვრები ებრაელი ხალხი, მათი თვითმყოფადობა, კულტურა და რელიგია ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. ებრაელი და ქართველი ხალხის 26 საუკუნოვანმა მეგობრულმა თანაცხოვრებამ ორივე ერის კულტურულ საგანძურში ჰპოვა ასახვა. ქართველებმა და ებრაელებმა ერთად გაიარეს მრავალი ისტორიული პერიოდი და დღემდე ინარჩუნებენ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირებს.

სახელმწიფო მინისტრი უსურვებს ებრაელ ხალხს მშვიდობას ისრაელის წმინდა მიწაზე, წარმატებებს და იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები იქნება ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.