შეხვედრას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განხილული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 25 მარტის შეხვედრის საკითხები და შედეგები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს პრობლემები, რომელიც ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს.
შეხვედრა პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში ჩატარდა.