სხდომაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი. შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული იყოს სამოქალაქო ინტეგრაცია სამოქალაქო თანასწორობის საფუძველზე. არსებობს გამოწვევები, რაზეც მიმართული იქნება ახალი სტრატეგია, რომ მოხდეს ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლების მეტი ჩართვა ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ აქტივობებში. ასევე, გაიზარდოს სახელმწიფო ენის სათანადოდ შესწავლის დონე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა ეფუძნება პოზიტიურ გამოცდილებას გარკვეული მიმართულებებით და არსებული პრობლემების და გამოწვევების მოგვარებას ემსახურება, - განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო სხდომაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარის ექსპერტმა დმიტრი ნურუმოვმა.შეგახსენებთ, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც ვადა ამოეწურა. შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიასა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმას. ახალი სტრატეგიული დოკუმენტი ეფუძნება იმ შედეგებს, რაც გამოვლინდა წინა წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად და ითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს.