სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა გალისა და ახალგორის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების მდგომარებაზე. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლოდ გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ბრიტანულმა მხარემ თავის მხრივ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შეხვედრა ქართულ-ბრიტანული ყოველწლიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის უორდროპის დიალოგის ფარგლებში გაიმართა.