შეხვედრაზე განიხილეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ინციდენტები და წინა შეხვედრაზე დაყენებული საკითხები, ასევე გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს და გამყოფ ხაზთან რუსეთის მძიმე ტექნიკის გადაადგილების საკითხები.
საუბარი შეეხო ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის მოწოდებისა და უგზოუკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 55-ე შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.