შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ზაურ დარგალი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სალომე ბეშკენაძე და ახალგაზრდობის განვითარების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი მურად მურადოვი დღეს, ილიას უნივერსიტეტში "1 4" პროგრამით ჩარიცხული სტუდენტებს შეხვდნენ. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტებისთვის პროექტის "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური და ეფექტური ჩართულობის ხელშეწყობა.
"ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" სამთვიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ლექცია-სემინარების ჩატარება, ასევე, შეხვედრები მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "1 4" პროგრამით ჩარიცხულ სტუდენტებს. პროექტში მონაწილეობისთვის 40 სტუდენტი შეირჩევა.
პროექტს "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების "საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდების განვითარების აკადემია" ახორციელებს.
პროექტში "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1JVi4EqVirgxU85D6IW60ey5Ivl1ruo0P45ZPbQCDBfY/viewfor