ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, კობერმი როგორც ორმხრივი ნდობის აღდგენის პროექტების დაფინანსების მექანიზმი 2010 წელს ამოქმედდა და დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ მიმართულებით.
"კობერმი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხში სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასთან. იგი მაღალი ნდობით სარგებლობა არა მხოლოდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე აფხაზურ და ოსურ ორგანიზაციებშიც. კობერმის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ითვალისწინებს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის ინიციატივებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,კობერმი შესაძლებლობას აძლევს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ პირებს გაიცნონ ერთმანეთი, დაამყარონ კონტაქტები, აღმოაჩინონ საერთო ინტერესები, ეს ხელს შეუწყობს დამკვიდრებული სტერეოტიპების დანგრევას. მათ ეძლევათ საშუაკება უბრალოდ იურთიერთონ იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო ძალა მაქსიმალურად ზღუდავს გადაადგილების და შესაბამისად სწორედ ამგვარი ადამიანური ურთიერთობების შესაძლებლობას", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
კობერმის მეორე ფაზის ფარგლებში სულ დაფინანსდა 72 პროექტი, აქედან, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების - 21, ხოლო ოსური ორგანიზაციების - 3 პროექტი (საერთო პროექტების 33 პროცენტი).