დელეგაციას ხელმძღვანელობდა საფრანგეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი ჟან-მარი ბოკელი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ამავე კომიტეტის წევრი ჟან-მარკ პასტორი, სენატის კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი სილვი ჟოი-შავენი და სოციალურ საქმეთა კომიტეტის წევრი მარი-ტერეზ ბრუგიერი.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს გააცნო რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის სტრატეგიის "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" პრიორიტეტები და ნდობის აღდგენის მიზნით მიმდინარე პროექტები.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ფრანგმა სენატორებმა შეხვედრები გამართეს ასევე საქართველოს პარლამენტში, თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, ასევე ესტუმრნენ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას.