ქეთევან ციხელაშვილმა ახალგაზრდებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო. მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალისა და ახალგორის რაიონებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.
საუბარი ასევე შეეხო ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლების ინტეგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
შეხვედრას აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის და ჩეხეთის არასამათავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.