ქეთევან ციხელაშვილი ეუთოს სერბეთის თავმჯდომარეობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს დეიან შაჰოვიჩს შეხვდა

7 May 2015

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულება გააცნო და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სამოქალაქო ინტერგაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას. ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც დისკუსიებზე აქტიურად განიხილება, კერძოდ, გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხზე. დეიან შაჰოვიჩი აღნიშნული მიმართულებებით კონკრეტული საკითხებით დაინტერესდა.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიებზე ეუთოს თანათავმჯდომარეობის და ზოგადად, კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას.