„ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ ფარგლებში პირველი ლექცია ჩატარდა

11 May 2015

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ზაურ დარგალმა გახსნა. მან პროექტის მონაწილე სტუდენტებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდა და წარმატება უსურვა.

პირველი ლექცია ორდღიანი იყო და მას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ლექტორი, ეკა დარბაიძე უძღვებოდა.

პროექტი "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მიმდინარეობს. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების "საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდების განვითარების აკადემია" ახორციელებს. პროექტი 3 თვიანია და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი 40 ახალგაზრდა, მათ შორის "1 4" პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგემილია ლექცია-სემინარები და შეხვედრები მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.