მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ალბათ, არც თუ ისე ბევრი მინისტრია, რომელსაც პარლამენტმა ერთსა და იგივე თანამდებობაზე ოთხჯერ გამოუცხადა ნდობა."მათ შორის ვარ მეც. მიმაჩნია, რომ ეს არის სერიოზული ნდობის გამოხატულება იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ვახორციელებ მთავრობასთან ერთად. მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ მენდობა და მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკას, ასევე პარლამენტს, რომელიც ადასტურებს ამ ნდობას. კიდევ ერთხელ - უკვე მეოთხედ გამოცხადებული ნდობა მაძლევს საფუძველს, ოპონენტების გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა უფრო მკაფიო და ცალსახა გახდება. ეს საკმაოდ სერიოზული ლეგიტიმაცია და მყარი მანდატია იმისთვის, რომ განვაგრძოთ ეს პოლიტიკა და შემდგომი ნაბიჯები უფრო ცხადი გავხადოთ", - განახცადა პაატა ზაქარეიშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/329516-paata-zaqareishvili-parlamentis-mier-gamockhadebuli-ndoba-safudzvels-gvadzlevs-chveni-politika-ufro-mkafio-da-calsakha-gakhdes.html