"მიხარია, რომ მონაწილეობთ ამ პროექტში, ენდობით სახელმწიფოს, გსურთ, ჩამოყალიბდეთ კარგ პროფესიონალებად და სხვასაც მისცეთ ამის მაგალითი. მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ 21-ე საუკუნის ქართული სახელმწიფოს საფუძველი, სახელმწიფოსი, რომლის ძალა და სიმდიდრეც ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება უნდა იყოს";, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა პროექტის მონაწილე სტუდენტებს გააცნო სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების დარეგულირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებისადმი. მან, ასევე, ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.
პროექტი "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მიმდინარეობს. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების "საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდების განვითარების აკადემია" ახორციელებს. პროექტი 3 თვიანია და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი 40 ახალგაზრდა, მათ შორის "1 4" პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგემილია ლექცია-სემინარები და შეხვედრები მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.