„ხრულოვის დანიშვნა ოკუპაციის კიდევ ერთი დადასტურებაა და აჩვენებს, რომ რუსეთი აფხაზურ საზოგადოებას არ ენდობა“

18 May 2015

"იმის მიუხედავად, რომ რუსი სამხედრო პირები აქამდეც მართავდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ანტოლი ხრულოვის დანიშვნა არის აფხაზეთში რუსეთის ეფექტური მმართველობის, რუსული ოკუპციის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება და საოკუპაციო რეჟიმის გაგრძელება. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ რუსეთი არ ენდობა აფხაზურ საზოგადოებას და ამ საზოგადოების მომავალს მხოლოდ რუსეთის მმართველობის ქვეშ ხედავს", - განუცხადა "ვექტორს" მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ყოფილი ხელმძრვანელი ანატოლი ხრულოვი აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა.

მისი კანდიდატურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ ანუამ წარუდგინა.

"ჩვენი არმია დიდი არ არის, მაგრამ მძიმე საომარ ვითარებაში, როდესაც იგი ფორმირდებოდა, მან ბრძოლისუნარიანობა აჩვენა. დღეს სხვა დროა და ჩვენ საკუთარი თავის წინ სხვა ამოცანებს ვსახავთ, მათ შორის რუსეთთან საომარ-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას. იმედი გვაქვს თქვენი ცოდნისა და გამოცდილების, - მიმართა ხრულოვს ხაჯიმბამ.

ცნობისთვის, ანატოლი ხრულოვი 58-ე არმიას 2006-დან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის ე.წ. სამხრეთ ოსეთში მძიმედ დაიჭრა.

http://www.veqtori.ge/geo/news/story/388-khrulovis-danishvna-okupatsiis-kidev-erti-dadasturebaa-da-achvenebs-rom-ruseti-afkhazur-sazogadoebas-ar-endoba