ღონისძიება "კავკასიურ სახლში" გაიმართა. წარმოდგენილი იყო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სათვისტომოს კუთხეები და სტენდები.
საღამო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხელ გიორგაძემ გახსნა. მან შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. სტუმრებს ასევე, სიტყვით მიმართა პაატა ზაქარეიშვილმა.
"კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება არის ის სიმდიდრე, რომლითაც საქართველოს შეუძლია, იამაყოს. დღეს რიგაში იმართება სამიტი, სადაც საქართველოს ევროპულ მომავალზე მსჯელობენ. სწორედ ეს სიმდიდრეა, რომლითაც უნდა შევაბიჯოთ ევროპაში, მსოფლიოს წინაშე თავი მოვიწონოთ და ვაჩვენოთ, რომ მრავალფეროვნება არის სიმდიდრე და არა პრობლემა. შესაძლოა, საქართველოში ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მსოფლიოში ყოველწლიურად კულტურული მრავალფეროვნების დღეს 21 მაისს გაეროს დეკლარაციის თანახმად აღნიშნავენ.