ნოვრუზ ბაირამის მილოცვა

19 March 2012

"ეს დღე ტრადიციულად აღინიშნება საქართველოში, როგორც სიმბოლო ახალი წლის დაწყებისა, განახლებისა, სიხარულისა და ბედნიერებისა. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით და ეს ეროვნული დღესასწაულიც ამის დასტურია", - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.

"მინდა მოგმართოთ საქართველოში მცხოვრებ ეროვნებით აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა აღმოგიჩინოთ თანადგომა და მხარდაჭერა თქვენი კულტურის, ენის, თვითმყოფადობისა და ტრადიციების მიმართ. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და დღესაც ერთად ვაშენებთ ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ნოვრუზ ბაირამინიზ მუბარაქ!".