„ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ ფარგლებში მორიგი ლექცია ჩატარდა

25 May 2015

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაზე. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობით მიმდინარე პროექტებზე კი "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" მონაწილეებს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ კანდელაკმა მიაწოდა ინფორმაცია.

სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხეს.

პროექტი "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მიმდინარეობს. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების "საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდების განვითარების აკადემია" ახორციელებს. პროექტი 3 თვიანია და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი 40 ახალგაზრდა, მათ შორის "1 4" პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგემილია ლექცია-სემინარები და შეხვედრები მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.