ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა მარნეულში

21 March 2012

აპარატის თანამშრომლებმა დღესასწაული მიულოცეს ასევე ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სახალხო სეირნობა, მოეწყო ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა და ჩატარდა კონცერტი აზერბაიჯანელი და ქართველი მომღერლების შესრულებით.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება როგორც ეროვნული დღესასწაული, რომელიც ასოცირდება ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომასთან.