9 July 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორს რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში, გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, დოქტორ გერნოტ ერლერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივები, შერიგებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული არჩევანის პერსპექტივებზე.