შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, პარლამენტარები, დიპლომატები, ბიზნესმენები, ექსპერტები და აკადემიკური წრის წარმომადგენლები. ის ორგანიზებული იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებასთან არსებული არაკომერციული ორგანიზაციის "Wilton Park" -ის მიერ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო სესიაში: "შიდარეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა".
20-22 მარტს გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ისეთ თემებზე, როგორიცაა ურთიერთობები რეგიონულ მოთამაშეებს შორის და საერთაშორისო საზოგადოების როლი.