სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში"ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები"-ს საკითხზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარი მიმართულებების მნიშვნელოვანი საკითხები და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
"დღეს გაიმართა საინტერესო დისკუსია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტების და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგელების მონაწილეობით. სახელმწიფოს ხედვა ეფუძნება ნდობის მშენებლობასა და შერიგების მიმართულებას, ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება, ჩვენი ხედვების გაცნობა საზოგადოებისთვის და მათი ინიციატივების მოსმენა. კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ბევრი რამ სახალხო დიპლომატიასა და მათ აქტივობაზეა დამოკიდებული."-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.