პაატა ზაქარეიშვილმა მათ ინფორმაცია მიაწოდა გამყოფ ხაზთან არსებული მდგომარეობის, მათ შორის მავთულხლართების გავლების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს კონფლიქტების მიმართულებით რუსეთის პოლიტიკაზე, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ინფორმირებულნი იყვნენ ამ პროცესების, პერსპექტივების, გამოწვევებისა და ჩვენი მიდგომების შესახებ. მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირებისა და ევროინტეგრაციის გზაზე, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.