ფორუმი გაიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით. ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.
განხილვის თემას წარმოადგენს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სავიზო ლიბერალიზაციის საკითხები. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ფორუმის მეორე პანელში, რომელიც მიეძღვნა თემას: "შეუძლია თუ არა აღმოსავლეთ პარტნიორობას წვლილი შეიტანოს კონფლიქტის გადაჭრაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?"