ბრიუსელის ფორუმი ყოველწლიურად კრიბავს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წევრებს, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების თანამდებობის პირებს, ბიზნესმენებს, ექსპერტებს, აკადემიკური წრისა და მედიის წარმომადგენლებს.
ფორუმზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა საერთაშორისო ფინანსური კრიზისი, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც ტრანსატლანტიკური ქვეყნების წინაშე დგას.
სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელის ფორუმის ნაწილში, რომელიც სამხრეთ კავკასიას მიეძღვნა.