მილოცვა ასირიელ ხალხს

1 April 2012

ეს არის ასირიელთა ეროვნული დღესასწაული და აღნიშნავს ახალი წლის დადგომას.

"გაზაფხულის, სიყვარულისა და განახლების ამ ლამაზ დღეს ვულოცავ საქართველოს ყველა ასირიელ მოქალაქეს და ვუსურვებ, რომ ეს ახალი წელი ყოფილიყოს მათთვის მშვიდობის, ბედნიერებისა და ყოველივე სიკეთის საწყისი"- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში, ყველაფერი გაკეთდება, და დღესაც ბევრი რამ კეთდება, თქვენი უძველესი კულტურისა და თვითმყოფადობის აღორძინების, განახლებისა და მხარდაჭერისათვის"- დასძინა მინისტრმა.